LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედმეტად გაყიდული ბილეთების გამო მგზავრი თვითმფრინავიდან ძალადობრივად ჩაიყვანეს

46

„იუნაითიდ ეარლაინსი“ სკანდალში გაეხვა – იმის გამო, რომ ზედმეტი სამგზავრო ბილეთი გაყიდეს, იძულებულები გახდნენ, რამდენიმე მგზავრისთვის თვითმფრინავის დატოვება ეთხოვათ. მგზავრებს შესთავაზეს თანხა და სასტუმროსთვის საჭირო ხარჯები, თუმცა არავინ დათანხმდა.

ეკიპაჟმა გადაწყვიტა, თავად ამოერჩიათ მგზავრი, ვინც თვითმფრინავს დატოვებდა და ასეთი ექიმი დევიდ დაო აღმოჩნდა. მან განაცხადა, რომ დილით ადრე კლინიკაში პაციენტები ელოდებოდნენ და აუცილებლად უნდა გაფრენილიყო სახლში, კენტუკიში. მისი უარის შემდეგ მგზავრი ძალადობით გადმოიყვანეს სკამიდან და ძირს დავარდნილი გაათრიეს. მომხდარმა სხვა მგზავრები აღაშფოთა, სოციალურ ქსელებში თვითმფრინავში გადაღებული ვიდეოები ატვირთეს. ჩანაწერში ჩანს, რომ დევიდ დაოს სახეზე სისხლიც აქვს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები