LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზედმეტი ადამიანები” – როგორ მივხვდეთ, რომ დამშვიდობების დროა

595

ხშირად გაიგებთ რჩევას: ”მოიცილე ზედმეტი ადამიანები, ისინი შენი ენერგიით იკვებებიან”. ასე სწორედ მათ მოიხსენიებენ, ვინც სხვისი ენერგიის ხარჯზე ცხოვრობს. მართალია, ენერგოვამპირებზე ბევრი ლეგენდა არსებობს, მარგამ ისინი მართლაც არსებობენ. მეტიც, ჩვენ თვითონ ვართ ზოგისთვის დონორები, ზოგისთვის კი, ვამპირები ანუ ზოგს თვითონ ვკვებავთ ენერგიით, ზოგისგან კი, თვითონ ვიკვებებით. ამგვარი ურთიერთობა კარგია მხოლოდ მაშინ, თუ ენერგეტიკული ”კვება” ორმხრივია, იმ შემთხვევაში კი, როცა მხოლოდ გასცემთ და ვერაფერს ღებულობთ, დროა დაფიქრდეთ, გიღირთ თუ ასეთ ადამიანებთან ურთიერობის გაგრძელება.

როგორ უნდა ამოიცნოთ ”ზედმეტი ადამიანი”:

”ზედმეტი ადამიანი” ყოველთვის თვითონ გახსენებთ თავს

თუ მეგობართან ურთიერთობა იწყება სიტყვებით: ”ზუსტად ახლა ვაპირებდი დარეკვას და შენ დამასწარი”, მაშინ დარწმუნებული იყავით, რომ ასეთ ადამიანთან ენერგიის თანაბარი გაცვლა გაქვთ და ის თქვენი ცხოვრების სრულუფლებიანი თანამგზავრია. მაგრამ, თუ ადამიანი ყოველთვის თვითონ გირეკავთ და აუცილებლად ცუდ დროს, აბსოლუტურად არ აინტერესებს თქვენი საქმეები და გაუთავებლად შეუძლია ლაპარაკი, მაშინ იცოდეთ, რომ ასეთი ადამიანი მხოლოდ ზიანს გაყენებთ და დროა მას დაემშვიდობოთ.

”ზედმეტი ადამიანი” ყოველთვის გაიძულებთ ელოდოთ

არიან ადამიანები, ვისაც ძალიან მოსწონს, როცა ელოდებიან. მათ თავისუფლად შეუძლიათ გალოდინონ ტელეფონთან, მაშინ როცა თვითონ მოდიან თქვენთან ან როცა თქვენ გეგმავთ მათთან სტუმრობას. ”ზედმეტი ადამიანები” ყოველთვის პოულობენ მოუცლელობის მიზეზს – გადაუდებელ საქმეებს და ზარებს, თქვენ კი, ზიხართ, ელოდებით და ხვდებით, რომ დროს კარგავთ. ეს მართლაც ასეა – ”ზედმეტი ადამიანები” ყოველთვის საკუთარ საქმეს აკეთებენ და სხვისას აფუჭებენ!

”ზედმეტ ადამიანს” ყოველთვის პრობლემები აქვთ

”ზედმეტი ადამიანის” პრობლემები, როგორც წესი, ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული და თუ თქვენ მისი ”ენერგეტიკული დონორი” ხართ, ყოველთვის ზუსტად გეცოდინებათ როდის რა ტკივა, ნებისმიერი მცდელობა მიიყვანოთ კარგ ექიმთან კი, აუცილებლად კრახით დასრულდება, რადგან ჯერ გაიძულებენ მოუსმინოთ, მერე კონსულტაცია დანიშნოთ კარგ ექიმთან, ბოლოს კი, აღმოჩნდება, მას ისევ თავისი საქმეები აქვს, თქვენ კი, დროსთან ერთად კარგი სპეციალისტიც დაკარგეთ.

ყოველთვის რთულია ”ზედმეტი ადამიანისთვის” რაიმეს თხოვნა

შესაძლოა ზოგჯერ თქვენც დაგჭირდეთ ”ზედმეტი ადამიანის” დახმარება, თუმცა ხვდებით, რომ ყოველთვის ძალიან გიჭირთ რაიმეს თქმა. იმ შემთხვევაში კი, თუ მოახერხეთ და მაინც მიმართეთ თხოვნით, უხერხულობის უცნაური შეგრძნება გეუფლებათ, რადგან გრძნობთ, რომ ”ზედმეტ ადამიანს”  ძალიან არ უნდა დახმარება. შესაძლოა, ის დაგპირდეთ და არასდროს გააკეთოს, მერე კი თავი მოუცლელობით გაიმართლოს, ან დაგეხმაროთ, მაგრამ ისე გააკეთებს ამას, არასდროს არაფრის თხოვნით აღარ მიმართავთ.

”ზედმეტ ადამიანს” ყოველთვის ჭირდებით

”ზედმეტი ადამიანი” ყოველთვის ზღვარგადასულ ”სიყვარულს” ამჟღავნებს თქვენს მიმართ და გაგრძნობინებთ, როგორ ძალიან ჭირდებით. თქვენ კი, ხან სიბრალულს გრძნობთ მის მიმართ, ხან მრისხანებას, თუმცა, საბოლოოდ ეგუებით აზრს, რომ ყველა მისი პრობლემა თქვენი მოსაგვარებელია. უარის მიღების შემთხვევაში კი, თქვენი ”ზედმეტი ადამიანი” ისეთი სისწრაფითა და ენერგიით შეუდგება საკუთარი საქმეების მოწესრიგებას, რომ ჯერ გაგაკვირვებთ, მერე კი, საკუთარ თავს მოტყუებულად იგრძნობთ და დანანებით მიხვდებით, რომ აბსოლუტურად ფუჭად დაკარგეთ ამდენი დრო.

”ზედმეტი ადამიანი” ყოველთვის უინტერესოა

და ბოლოს, ”ზედმეტი ადამიანის” მთავარი მანიშნებელი მისი უინტერესობაა. როგორც წესი ასეთ ადამიანს არც განათლება აქვს, არც ინტერესები, არც გემოვნება და არც იუმორის გრძნობა, თუმცა, თვითონ დარწმუნებულია, რომ მასთან ურთიერთობა ყველასთვის დიდი სიამოვნებაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები