LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ფონიჭალის საბავშვო ბაღში დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

79

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული რეანიმაციის განყოფილების ხელმძღვანელის, თინათინ იმერლიშვილის, განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ფილტვის დაჟეჟილობა.

„გარკვეული პერიოდი მოუწევს რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა. ფილტვის დაჟეჟილობაა, დრენაჟია ჩადგმული, სისხლი და ჰაერი იყო პლევრაში. ჯერჯერობით მოზარდი ძილის მდგომარეობაშია და სტაბილურად მძიმედაა,“ – განაცხადა თინათინ იმერლიშვილმა.

ბაღის მეორე სართულიდან გადმოვარდნილ მოზარდს ქალა-ტვინისა და გულ-მკერდის ტრავმებიც აქვს.

ზემო ფონიჭალის 206-ე საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან ბავშვი გუშინ გადმოვარდა.