LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზემო ვეძისში უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით ოთხი ადამიანი დაჭრა

68

თბილისში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად 4 ახალგაზრდა დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ ზემო ვეძისში მოხდა.
როგორც ცნობილია, დაჭრილებს შორის არის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი მორაგბე ლაშა საჯაია. ოთხივე დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში) და 236-ე ( იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა ტარებას გულისხმობს) მუხლით მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები