LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეთისხილის ბაღებში ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა

157

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა და საქართველოში თურქეთის ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში ქართული ზეთისხილის საწარმო დაათვალიერეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,  ქართულ-თურქული ინვესტიციით შექმნილ კომპანიას ზეთისხილის ბაღები 400 ჰექტარზე აქვს გაშენებული. „გემლიკის“ ჯიშის ნერგები და ქართულ კლიმატურ პირობებზე მორგებული 6 სხვადასხვა სახეობა საქართველოში თურქეთიდანაა შემოტანილი. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება, თუმცა სამომავლოდ დაგეგმილია მისი ექსპორტზე გატანაც. კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით, ბაზრების დივერსიფიცირების პროცესი მიმდინარეობს.

„ქართული ზეთისხილის საწარმო ქართული და თურქული ბიზნესსექტორის თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

ფატმა სერენ იაზგანმა ისაუბრა საქართველო-თურქეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასა და ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე სხვადასხვა მიმართულებით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა და თურქეთის ელჩმა ზეთისხილის ბაღებიც დაათვალიერეს, სადაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდა. აღინიშნა, რომ ახალი მავნებელი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო მასშტაბურ ღონისძიებებს ახორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები