LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეწოლა მოწმეზე და ფაქტები დეკანოზ მამალაძის ცხოვრების წესზე – პროკურორის სკანდალური განცხადება

41

„დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ისეთი პერსონალური მონაცემები არსებობს, რომელიც მის მორალურ მხარეს და ცხოვრების  წესს ეხება, დაუშვებელია ამ დეტალების ღია სხდომაზე განხილვა“, – განცხადება პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა გააკეთა. მისი ინფორმაციით გამოძიების ერთ-ერთ მოწმეზე რელიგიური მოტივით  ზეწოლა განხორციელდა. პროკურორმა ის მიზეზებიც განმარტა, რის გამოც დღევანდელი სხდომა დაიხურა.

„ბრალდების მხარემ სხდომის დახურვა პროცესის მონაწილეთა უსაფრთხოების გამო მოითხოვა, ბრალდებულის მამხილებელი მტკიცებულებების ღია სხდომაზე გასაჯაროებამ, შეიძლება მცდარი, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება გამოიწვიოს, რაც საზოგადოებაში მღელვარებას და შფოთს შეიტანს. შეიძლება საზოგადოებრივ წესრიგს შეექმნას საფრთხე“, – განაცხადა პროკურორმა.

„ციანიდის საქმის“ განხილვა საქალაქო სასამართლოში დილიდან , დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები