LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღაპარი არ შედგა: ვის დარჩება ევროპის მთავარი ქალი (კარიკატურა)

117

წლევანდელი ევროთასების ფინალისტები გარკვეულია. ევროპალიგის გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანურ-ფრანგული დაპირისპირება მივიღეთ: მადრიდის „ატლეტიკოს“ ქალაქ ლიონში „მარსელი“ დაუხვდება და შეეცდება ესპანელებისთვის ბოლო პერიოდში ასე კარგად ნაცნობი ჯილდო კიდევ ერთხელ აღარ გაატანოს.
„ატლეტიკომ“ გზად „არსენალი“ ჩამოიცილა. ეს იყო ბოლო შანსი, ლონდონიდან მიმავალ ფრანგ მწვრთნელ არსენ ვენგერს რაიმე ევროპაშიც მოეგო, მაგრამ ოცნება ყოველთვის როდი სრულდება.

 

მანამდე კი ცნობილი გახდა მთავარი – ჩემპიონთა ლიგის ფინალური წყვილი: ამ ტურნირის მოყვარული „რეალი“ ლეგენდარულ „ლივერპულს“ შეხვდება და მთავარი ევროპელი „გოგონას“ თავისთან დატოვებას შეეცდება.

 

ზღაპარი არ გამოვიდა

 

ვის შეხვდება ეს სანატრელი „გოგონა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები