LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვას დაბინძურებისგან ახალი ნაგებობა დაიცავს –5 მლნ–იანი პროექტი დასრულდა

233

ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა.

ამით, ქობულეთის მოსახლეობას და ტურისტებს წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება. ასევე, გაუმჯობესდება ზღვისპირა კურორტ ქობულეთის სანაპირო ზოლის წყლის ხარისხი, რაც ხელს შეუწყობს საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქალაქ ქობულეთში სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სამუშაოებზე 120 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული პროექტის ღირებულება კი 5 800 000 ლარზე მეტია.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის და აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა. გამწმენდი ნაგებობის დანადგარების შეძენა ჰოლანდიის მთავრობის გრანტით მოხდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები