LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვაზე დღეს შტორმს ელოდებიან

63

შავ ზღვაზე დღეს შტორმს ელოდებიან, ინფორმაციას გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით,  28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3–5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს.

სანაპირო ზოლზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული და ზღვაში შესვლა აკრძალულია. დამსვენებლებს აღნიშნულის შესახებ აფრთხილებენ მაშველებიც.

რაც შეეხება ამინდს, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ საქართველოში 29 – 30 ივლისს გაწვიმდება და შედარებით აგრილდება. აღმოსავლეთ საქართველოში 27 – 29 ივლისს მოსალოდნელია ცხელი და უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +34, +39 გრადუსის ფარგლებში იქნება. 30 ივლისს მაღალი ტემპერატურის ფონზე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები