LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვაზე მზეს, თბილისში კი წვიმას ელოდებიან – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

60

დღეს, შავი ზღვის სანაპირო რაიონებში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა +28, +30 გრადუსი იქნება.

ქვეყნის ტერიტორიის  ცალკეულ რაიონში იწვიმებს (ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში). ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

ქ. თბილისში, 14 – 15 აგვისტოს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 16 აგვისტოს კი უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 13 – 15 აგვისტოს +26, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 16 აგვისტოს +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები