LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვის პროდუქტები ინდოეთის ოკეანიდან პირდაპირ თბილისში – Fishmarket-ი იხსნება

1851

ზღვის პროდუქტები შავი და ხმელთაშუა ზღვების, ჩრდილო-ყინულოვანი და ინდოეთის ოკეანეებიდან პირდაპირ თბილისში – პირველი სპეციალიზირებული Fishmarket-ი გახსნისთვის ემზადება. მაღაზია ბელიაშვილის ქუჩაზე,  #27-ში მდებარეობს და აქ საწყის ეტაპზე 20 ადამიანი დასაქმდება.

”უკვე ხვალიდან, 25 ოქტომბრიდან ვიწყებთ სატეტსტო რეჟიმში მუშაობას. ანუ, მომხმარებელი შეძლებს მოვიდეს ჩვენთან და შეიძინოს მრავალფეროვანი ზღვის პროდუქტები. 20 ნოემბერს კი უკვე მასშტაბურად, ოფიციალურად გავიხსნებით”, – აცხადებენ Fishmarket-ში.

მათივე ინფორმაციით, საწყის ეტაპზე მაღაზიაში წარმოდგენილი იქნება ორგანული წესით მოყვანილი თევზი, ასევე გარეული ზღვის პროდუქტები, სამომავლოდ კი პროდუქციას იტალიური ღვინოები, ზეითუნის ზეთები და სხვა გასტრონომიული პროდუქცია დაემატება.

”რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თევზი იქნება უმაღლესი ხარისხის და უახლესი, ვინაიდან, კვირაში სულ მცირე 3-ჯერ მივიღებთ ახალ პროდუქციას ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან”, -აცხადებენ Fishmarket-ში.

როგორც ე.წ თევზის ბაზარში განმარტავენ, Fishmarket-ის გვერდზე 2018 წელს სპეციალიზირებული რესტორანიც გაიხსნება, სადაც მომხმარებელი ზღვის პროდუქტებით მომზადებულ კერძებს დააგემოვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები