LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვის პროდუქტების საწარმო ფართოვდება

160

თევზის ფქვილის და თევზის ზეთის მწარმოებელ კომპანია “ზღვის პროდუქტებს” საწარმოს გაფართოვების მიზნით, ხობის მუნიციპალიტეტში, პატარა ფოთში მდებარე 5421 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა-ნაგებობა 120 ათას ლარად, საინვესტიციო ვალდებულებით გადაეცა.
კომპანია წარმოების ზრდას და ადგილზე დამატებითი სასაწყობე მეურნეობის მოწყობას გეგმავს. გაფართოების შედეგად საწარმოში 20 ადამიანი დასაქმდება.

 

ამ ეტაპზე “ზღვის პროდუქტები” თევზის ზეთისა და ფქვილის ექსპორტს მსოფლიოს სახვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს.