LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზღვის სანაპიროზე ცხოვრება ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

81

კენტერბერიის და მიჩიგანის უნივერსიტეტებმა, ქალაქ უელინგტონის მაცხოვრებლთა მაგალითზე გამოიკვლიეს, თუ როგორ მოქმედებს ზღვასთან ახლოს ცხოვრება ადამიანების ფსიქიკურ მდგომარეობაზე. შემოსავლის დონის, ასაკის და სქესის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ისინი, ვისაც საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ზღვის დანახვა შეუძლია, უფრო ნაკლებადაა მიდრეკილი ფსიქიკური პრობლემებისკენ, ვიდრე დანარჩენები.

როგორც აღმოჩნდა, დადებით ზემოქმედებას არა ზოგადად ბუნებასთან ახლოს ყოფნა, არამედ სწორედ ზღვის სანაპიროზე ცხოვრება ახდენს, რადგან პარკთან ან ტყესთან ცხოვრებას მსგავსი ეფექტი არ აქვს.

”საზღვაო რაიონებმა ნაკლებად განიცადეს ცვლილებები, მაშინ როცა ტყის ზონებში სპორტული მოედნები და სხვა ობიექტებია აშენებული. შესაძლოა აბსოლუტურად სხვა შედეგი მიგვეღო ტყეები ადამიანების მიერ დიდი ხნის წინ რომ არ ყოფილიყო ათვისებული”, – აღნიშნა კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა ემბერ პირსონმა.

მეცნიერები კვლევების გაგრძელებას მსხვილ წყალსაცავებთანაც აპირებენ, რადგან დარწმუნებული არიან, რომ გარემოს უკეთ გაცნობა მნიშვნელოვან გავლენას მოახდეს ადამიანის ჯანმრთელობასა და მისი ცხოვრების სწორ წესზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები