LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიგმარ გაბრიელი: “გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა”

52

გასული მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩვენი თანამშრომლობა მჭიდრო და სანდოა, – ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ზიგმარ გაბრიელის წერილშია საუბარი, რომელიც მან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავთან დაკავშირებით გამოუგზავნა.
ზიგმარ გაბრიელმა დადებითად შეაფასა ორ ქვეყნას შორის არსებული ურთიერთობები და განსაკუთრებით აღნიშნა წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.
წერილში აღნიშნულია ასევე ეკონომიკის, განვითარების, განათლების, კულტურის და სამეცნიერო მიმართულებებით მაღალი დონის თანამშრომლობა, რომლის მიზანსაც გერმანიაში საქართველოს ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტურიზმის კუთხით ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები