LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა

112

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ზიმბაბვეში სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედრო ნაწილებიდან დედაქალაქ ჰარარეს მიმართულებით ჯავშანტექნიკის კოლონები დაიძრა.

გავრცელდა ცნობები სამხედროების მიერ ტელეცენტრის დაკავების შესახებ.

ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ მათი ქმედებები ჰარარეში „მართვის სამხედრო გზით დაუფლებას“ არ წარმოადგენს და „დამნაშავეების“ წინააღმდეგ არის მიმართული. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

ხალხისადმი მიმართვაში ზიმბაბვეს ჯარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სამხედროების ქმედებები მიმართულია „იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანაში სოციალურ და ეკონომიკურ კრიზისს იწვევს“.

ტელემიმართვის დროს ზიმბაბვეს ჯარის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტ რობერტ მუგაბეს და მის ოჯახს არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

აღსანიშნავია, რომ ნოემბრის დასაწყისში ზიმბაბვეს 93 წლის პრეზიდენტმა, რობერტ მუგაბემ, თანამდებობიდან საკუთარი მოადგილე, ემერსონ მნანგაგვა, გაათავისუფლა, რომელიც ქვეყნის ლიდერის სავარაუდო მემკვიდრედ მიიჩნეოდა და სამხედროების მხარდაჭერით სარგებლობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები