LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზოდი“ სარემონტო მასალებზე საახალწლო ბაზრობას აწყობს

172

მაღაზიათა ქსელი „ზოდი“ სარემონტო მასალებზე საახალწლო ბაზრობას აწყობს. ბაზრობა მხოლოდ 2 დღით, 16-17 დეკემბერს გაიმართება. შოურუმებში წარმოდგენილი პროდუქცია გაიყიდება 10%-დან 20%-მდე ფასდაკლებით.

”კერამიკული ფილები, შპალერები, ლამინირებული იატაკი, ბუნებრივი ქვები, გათბობის სისტემები, შიდა და გარე კარის უახლესი კოლექციები, სარემონტო ხელსაწყოები 10%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება. 16-17 დეკემბერს „ზოდი“-ს ექვსივე ფილიალი დილის 10-ის ნახევრიდან საღამოს 8 საათამდე იმუშავებს,“ – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, „ზოდი“  უკვე 10 წელია ლიდერი კომპანიაა სამშენებლო-სარემონტო მასალების ქართულ ბაზარზე. მისი ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

„ზოდის“ მაღაზიათა ქსელში წარმოდგენილია: ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები