LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს რომელ ნიშანს უყვარდება ყველაზე სწრაფად

164

ყველაფერში განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშნებმა სიყვარულიც განსხვავებულად იციან. საინტერესოა, 12 ნიშანს შორის რომელს უყვარდება ყველაზე სწრაფად და რომელს უჭირს საკუთარ გრძნობებში გარკვევა?

ლომს სწრაფად, რაც მთავარია ხშირად უყვარდება და ყოველთვის დარწმუნებულია, რომ მანმადე ასე არასდროს ჰყვარებია. შეყვარებული ლომი მესაკუთრე და საშინლად ეჭვიანია, თუმცა, როცა მისი გრძნობები უპასუხოდ რჩება, სინანულის გარეშე ივიწყებს ძველ პარტნიორს და მორიგი „დიადი სიყვარულის“ ძიებაში ებმება.

თევზებისთვის მთავარი არა პარტნიორი, არამედ თავად სიყვარულია. მგრძნობიარე და შემოქმედებით ზოდიაქოს ნიშანს წყალივით სჭირდება ემოციები, რადგან სწორედ ესაა მისი შთაგონების წყარო და მთავარი მოტივატორი.

სასწორს სიყვარული პლანეტა – ვენერა მართავს, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სწრაფად, მთელი გულით უყვარდება და რომანტიკული ილუზიების მსხვერპლიც ხშირად ხდება, რადგან საკმაოდ მიმნდობია და ლამაზი სიყვებისაც ყოველთვის სჯერა.

ტყუპებს სიძულვილი უფრო სწრაფად გამოსდის, ვიდრე სიყვარული, რადგან მხოლოდ ისეთი პარტნიორი სჭირდება, რომელიც ნებისმიერ მის კაპრიზს შეასრულებს და მის ცვალებად ხასიათასაც ადვილად მოერგება.

ზედმეტად აზარტული მშვილდოსნისთვის სიყვარული ერთგვარი თამაშია, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ თავგადასავლების ძიებაში მუდმივად უსიამოვნებაში ეხვევა – სწრაფად უყვარდება, სწრაფად კარგავს ინტერსესს და პარტნიორთებთან ერთად, საკუთარ თავსაც ხშირად აყენებს ზიანს.

ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მორიელისთვის ფიზიკური ურთიერთობა უფრო მნიშნვნელოვანია, ვიდრე ამაღლებული გრძნობები, ამიტომ გულწრფელად იშვიათად უყვარდება, თუმცა ხანმოკლე რომანებზე არასდროს ამბობს უარს.

ძლიერი და ეგოისტი ვერძი არასდროს იხარჯება შემთხვევით ადამაინებზე და იდეალური პარტნიორის ძიებაში საკმაოდ დიდ დროს ხარჯავს. თუმცა, შეყვარებული ვერძი ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ერთგული, საიმედო და სანდო პარტნიორია.

მორცხვი და თავშეკავებული კირჩხიბი არასდროს ამხელს გრძნობებს, თუმცა სწრაფად უყვარდება და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებული ყოველთვის პარტნიორისგან ელის ინიციატივის გამოჩენას.

თხის რქა ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს გარშემომყოფთა აზრს და  თუ ახლობლებმა არჩევანი არ მოუწონეს, ყველაზე დიდ სიყვარულზეც თავისუფლად შეუძლია უარის თქმა.

მერწყული არასდროს ჩქარობს შეყვარებას, რადგან მისთვის მთავარი მეგობრობაა და მაშინაც კი, როცა უზომოდაა შეყვარებული არ ამხელს საკუთარ გრძნობებს.

კურო ნებისმიერ ურთიერთობაში სტაბილურობას ეძებს და სიყვარულშიც ნაკლებად ეძებს რომანტიკას, არასდროს ჩქარობს შეყვარებას და პარტნიორსაც ყოველთვის ცივი გონებით ირჩევს.

ზედმეტად მომთხოვნი ქალწული ადამიანებში ყოველთვის ნაკლს ეძებს და აუცილებლად პოულობს, ეჭვით უყურებს პარტნიორის გულწრფელობას და ყველაზე მომთმენ ადამაინსაც სწრაფად აკარგვინებს მოთმინებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები