LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიში საიუბილეო ფასების აქცია დაიწყო

206

კომპანიამ  ”ზოდი” ქართულ ბაზარზე შემოსვლის 10 წლის იუბილე აღნიშნა და მომხმარებელს ყველა ფილიალში, განსაკუთრებულ  ფასებთან ერთად,  სრულ ასორტიმენტზე 10%-იანი ფასდაკლებაც შესთავაზა. საიუბილეო ფასების აქცია პირველ ნოემბრამდე გაგრძელდება.

”ცენტრალურ ფილიალში, რომელიც წერეთლის #149-ში მდებარეობს, სადღესასწაულო გარემოსთან ერთად, ყველა მყიდველი დამატებითი გარანტირებული ფასდაკლებებითაც დასაჩუქრდა, იღბლიანმა 5-მა მომხმარებელმა კი 100-200-300-400-500 ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები მოიგო”, – აცხადებენ კომპანიაში.

მათივე ცნობით, ”ზოდი”  ქართულ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა, მისი ძირითადი მიმართულებებია შიდა და გარე კარის, ასევე სარემონტო–მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი და რეალიზაცია.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, „ზოდი“-ს მაღაზიათა ქსელში მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა, ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული უმაღლესი ხარისხის შიდა და გარე კარი, ბუნებრივი ქვისგან დამზადებული სხვადასახვა დიზაინის, ზომისა და ფერის ნაკეთობები ინტერიერისა და ექსტერიერის მოსაპირკეთებლად.

”გამოცდილი და პროფესიონალი გუნდით „ზოდი“ ერთ–ერთი უმსხვილესი მოთამაშეა კონკურენტულ ბაზარზე, რაც განპირობებულია მომხმარებლის ნდობით, მომსახურების მაღალი ხარისხით, სრული სერვისითა და ხელმისაწვდომი ფასებით. ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ შიდა და გარე კარის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, ასევე იტალიური, ესპანური, ბრაზილიური ბუნებრივი ქვების: მარმარილო, გრანიტი, კვარცი, ონიქსი, ტრავერტინის განსაცვიფრებელ ფერებსა და მაღალი ხარისხის ასორტიმენტს.  შოურუმში წარმოდგენილია გერმანული, თურქული, რუსული წარმოების ლამინირებულ იატაკი, როგორც საშუალო სეგმენტის, ასევე პრემიუმ კლასის „პარადიზის“ ბრენდის ულტრა თანამედროვე კერამიკული ფილები, აბაზანის აქსესუარები, კიბის მოაჯირები, ცენტრალური გათბობის სისტემები და სხვა სარემონტო მასალები – მოკლედ, „ზოდი“-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაფერი, რაც რემონტისთვის გჭრიდებათ, თან საუკეთესო ფასად ქალაქში”, – განმარტავენ კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, „ზოდი“-ს საკუთრებაშია მაღალკვალიფიციური, გამოცდილი ოსტატებით დაკომპლექტებული ქვის საამქრო, სადაც უახლესი დაზგა-დანადგარებით  მზადდება მომხმარებლისთვის სასურველი დიზაინის უნიკალური ნაკეთობები: ბუხრები, სამზარეულოს ზედაპირები, ფანჯრის რაფები, ბარის ზედაპირები, კიბის საფეხურები, იატაკის მოსაპირკეთებელ ფილები და სხვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები