LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზონალური პარკირება და ახალი Bus Line-ბი – მერიამ ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა

160

თბილისის მერიამ ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა. მთავრი მიზანი ქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა. ახალი სტრატეგია ქვეითთა უსაფრთხოებაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზეა ორიენტირებული.

დედაქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, 2019-2021 წლიდან მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება. ავტობუსების ახალი პარკისა და მეტროს განვითარების პარალელურად შემცირდება და განახლდება მიკროავტობუსები.  მომავალი წლიდან განახლდება ასევე მეტროს, ავტობიუსების და  მიკროავტობუსების  მარშუტები, მოხდება მათი სინქრონიზაცია, რაც მგზავრების ოპტიმალურად გადანაწილებას შეუწყობს ხელს.

2021 წლიდან  Bus Line-ბი მოეწყობა რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა- ფშაველას გამზირებზე, ასევე მელიქიშვილსა და კოსტავას ქუჩებზე.

მომავლი წლიდან ქალაქის ცენტრალურ უბნებში პარკირების საათობრივი და ზონალური გადასახადი დაწესდება.

სატრანსპორტო ნაკადების უკეთ მართვის მიზნით ქალაქში  ე.წ. “ჭკვიანი შუქნიშნები”დამონტაჟდება.

ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა თბილისი მერმა კახა კალაძემ წარადგინა. პრეზენტაციას მთავრობის წევრებთან ერთად, პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძეც ესწრებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები