LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Zoobug – სათვალე, რომელიც ბავშვებს 100%-ით იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან

270

საქართველოში ბავშვთა სათვალეების ბრიტანული ბრენდი Zoobug შემოვიდა, რომელიც მომხმარებელს ფერად, ხელნაკეთ სათვალეებსა და ოპტიკურ ჩარჩოებს სთავაზობს.

როგორც ”ფორტუნას” საქართველოში Zoobug-ის ოფიციალურ წარმომადგენლობაში განუცხადეს, ბრიტანული ბრენდის სათვალეები თბილისში 2 კვირაა იყიდება და მოთხოვნა უკვე მზარდია.

”ამ ეტაპზე დედაქალაქში მხოლოდ ერთი სტენდით ვართ წარმოდგენილი, სავაჭრო ცენტრ ”თბილისი მოლში”. რამდენიმე დღეში კი გვინდა, რომ ბათუმშიც შევიდეთ, სადაც ასევე სტენდი განთავსდება. რაც შეეხება პროდუქციას, გვაქვს 30-ამდე მზის სათვალე და 15-ამდე ოპტიკური ჩარჩო. ამასთან, ველოდებით სათვალეების აქსესუარებსაც, რომლებიც ჩვენთვის უკრაინაში დამზადდება”, – აღნიშნავენ Zoobug-ის საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლობაში.

მათივე ინფორმაციით, სათვალეები 0-დან 16 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი. რაც შეეხება ღირებულებას, პროდუქციის ხარისხიდან გამომდინარე, ფასები 98 ლარიდან 295 ლარამდე მერყეობს.

ცნობისთვის, Zoobug ბრიტანული ბრენდია, რომელიც ბავშვებისთვის 2006 წლიდან აწარმოებს სათვალეებს. ბრენდის სათვალე მოზარდებს 100%-ით იცავს ულტრაიისფერი სხივებისგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები