LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზრდიან თუ არა ბათუმში შაჰინის სახელობის ლიცეუმში ტერორისტებს

98

ჯერ-ჯერობით არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბათუმში მდებარე „შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმი“ ტერორიზმში, ან რამე სხვა სახის უკანონობაში რთავს ბავშვებს, ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს.

„ეს სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობით. ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა“, – განაცხადა ჯეჯელავამ და აღნიშნა, რომ ხვალ თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტია დაგეგმილი, დელეგაციის შემადგენლობაში კი თავადაც იქნება და შეხვედრების დროს აღნიშნულ საკითხსაც განიხილავენ.

ჯეჯელავას თქმით, თუ მართლა აღმოჩნდება მტკიცებულება ტერორიზმში, ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ, აუცილებლად, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი.

თურქეთის გენერალურმა კონსულმა, იასინ თემისქანმა განაცხადა, რომ  ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში ტერორისტებს ზრდიან.