LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია

106

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მოძრაობა შეზღუდულია. მეწყერსაშიში ვითარების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სვანეთში ასვლას ტურისტები უკვე მეოთხე დღეა, ვერ ახერხებენ. გზის სამ მონაკვეთზე არსებული პრობლემების გამო, ამ პერიოდში 180-მდე ტურისტს უკან მობრუნება მოუწია.

პრობლემები შავღელესთანლაჯურღურას მონაკვეთსა და იფართან არის. აქ, მეწყერთან ერთად, ქვების ცვენის საშიშროებაცაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები