LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-მესტიის გზაზე ტრაილერის მოცურების გამო მოძრაობა შეფერხებული იყო

92

ზუგდიდი-მესტიის გზაზე, სოფელ ზედა ლუჰასთან, ტრაილერი მოცურდა, გზიდან ნაწილობრივ გადავიდა და ტალახში ჩაეფლო, რის გამოც გზის სავალი ნაწილი ჩაიკეტა.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა პარალიზებული რამდენიმე საათის განმავლობაში იყო.

ღამის საათებში ტრაილერის გაყვანა და გზის გახსნა ჯერ ვერ ხერხდებოდა, რადგან ტრაილერის ნაწილი ტალახში იყო ჩაფლული.

როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები