LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა შავღელეს მონაკვეთზე უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტა

60

ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზა შავღელეს მონაკვეთზე ჩაკეტილია. როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მერმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა  განაცხადა, გზა ჩაკეტილია უსაფრთხოების მიზნით.

„ტალახის დიდი მასა ჩამოდის, რომელიც ღამით არ ჩანს და შესაბამისად, თუ გზა არ ჩაიკეტება, ვერ იქნება დაცული ვერც იქ მომუშავე პერსონალის და ვერც მგზავრების უსაფრთხოება“,- განაცხადა ჟორჟოლიანმა.

ამასთან, ამავე გზის ლაღურჯულას მონაკვეთზე კლდიდან მოწყდა ლოდი, რომელიც გზის გაწმენდაზე მომუშავე ტრაქტორს დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები