LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში გამოფენა-კონფერენცია ,,მეგრული ვაზის ჯიშები“ გაიმართა

135

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძეგლთა დაცვისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების ინიციატივითა და ორგანიზებით, გამოფენა-კონფერენცია ,,მეგრული ვაზის ჯიშები“ გაიმართა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ძველკოლხური ვაზის ჯიშებიდან (მაჭყვადინა, კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში) დაყენებული ღვინოებიც. გამოფენა-კონფერენციას ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, მოყვარული მეღვინეები, მეღვინეობა-მევენახეობის სფეროთი დაინტერესებული პირები და ტურისტები ესწრებოდნენ.

ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის მაია ღუბელაძის თქმით, სამეცნიერო კონფერენციის შემდეგ სამეგრელოში კოლხური ღვინისა და ვაზის ასოციაცია შეიქმნა, რომელიც ტურიზმის კუთხით იმუშავებს.

როგორც კოლხური ღვინისა და ვაზის ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ცირდავამ განაცხადა, ასოციაციის ძირითადი მიზანი კოლხური ღვინის პოპულარიზაცია და მეურნეობის განვითარება, ასევე ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ხელშეწყობაა.

კონფერენციაზე, სპეციალურად მოწვეულმა ღვინოთმცოდნე, მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარმა გიორგი ბარისაშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე ,,მეგრული ვაზის ჯიშები“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები