LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება

1144

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ბაღის რეაბილიტაციის შემდეგ უფასოდ მხოლოდ ის პირები შევლენ, რომლებიც უკვე წლებია, ბაღში ვარჯიშობენ.

ამის შესახებ ზუგდიდის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ღუბელაძემ, „ფორტუნას“ ექსკლუზიურად განუცხადა.

„ბოტანიკურ ბაღში შესასვლელად ფასის დიფერენცირება ბაღის ადმინისტრაციის პრეროგატივაა. ამ ეტაპზე უცნობია, მოსახლეობას რა დაუჯდება ბაღში შესვლა. თუმცა, წინასწარი ცნობით, ფასები განსხვავებული იქნება ბავშვებისთვის, ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტებისთვის. ბაღში შესვლა უფასო, სავარაუდოდ, დილის 7-დან 10 საათამდე პერიოდში მხოლოდ იმ პირებისთვის იქნება, რომლებიც უკვე წლებია, ბოტანიკურ ბაღში რეგულარულად ვარჯიშობენ,“ – განაცხადა მაია ღუბელაძემ.

ზუგდიდის მერიის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 10 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტს ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით რეგიონალური განვითარების სამინისტრო ახორციელებს. ამ დროის განმავლობაში იგეგმება დადიანების სასახლის და ბოტანიკური ბაღის სრული რეაბილიტაცია.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, აგვისტოს ბოლოდან იგეგმება. ეს პროცესი, თავის მხრივ, ტენდერზეა დამოკიდებული, რომელიც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა გამოაცხადოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები