LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზუგდიდის“ ფეხბურთელი მატჩის დაწყების წინ გარდაიცვალა

67

ეროვნული ლიგა 2-ის XXIX ტურში „ვიტ ჯორჯიას” მატჩის დაწყებამდე სტუმართა გუნდის მეკარე, შოთა მამინაშვილი ცუდად გახდა და გარდაიცვალა.

როგორც გუნდის დირექტორმა, რევაზ პერტაიამ პირველ არხს განუცხადა, ფეხბურთელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

უბედური შემთხვევა დღეს მოხდა.

„შოთა მოთელვაზე კარგად იყო, მაგრამ მოედანზე მოთელვაზე გასვლამდე მოულოდნელად ცუდად გახდა და უცებ წაიქცა. მცხეთის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ, მაგრამ ვეღარ ვუშველეთ. საშინელი ამბავია. არ ვიცი, რა ვთქვა. ძალიან კარგი სპორტსმენი და ადამიანი იყო“, – ამბობს რევაზ პერტაია.

31 წლის შოთა მამინაშიშვილს კარიერის უმეტესი ნაწილი ბათუმის “დინამოში” აქვს გატარებული და “ზუგდიდს” მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა. სხვა და სხვა დროს ასევე უთამაშია “მაჭახელასა” და ქობულეთის “შუქურას” შემადგენლობაში.

“ფორტუნა” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები