LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის მერის მოდგილე ბაღის ინციდენტზე: დამნაშავე დაისჯება

70

ზუგდიდის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა მე-15 საბავშვო ბაღში იმყოფებოდა, სადაც ის აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის იმ მშობელს შეხვდა, რომელმაც სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ პოსტი გაავრცელა. ნანავამ მისგან  მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

 

“მივიღეთ ინფორმაცია აღნიშნული შემთხვევის შესახებ, გავერკვევით ვითარებაში და ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაბამის ზომებს მივიღებთ. დამნაშავე დაისჯება” – აცხადებს მაიზერ ნანავა

 

ზუგდიდის მე-15 საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის თეა ანჩაბაძის თქმით, მისი შვილი და სხვა ასევე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვები ღონისძიებაზე იმ მიზეზით არ დაუშვეს, რომ შესაძლებელი იყო მათ ზეიმი ჩაეშალათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები