LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან

64

ზუგდიდის საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და მიკროელემენტების მძღოლები მეოთხე დღეა გაფიცულები არიან. ისინი არალიცენზირებული და უკანონო ავტოსადგურების გაუქმებას და დაკავებული მძღოლების გათავისუფლებას მოითხოვენ.

შსს ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა 5 მძღოლი დააკავეს, ერთი ადმინისტრაციული წესით, 4-ის სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს და ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათ მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, ცემის და იძულების მუხლებით.

დაკავებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც საქალაქთაშორისო ავტობუსებისა და სხვა სადგურების მძღოლებს შორის მოხდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები