LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ყველაზე ლამაზი ეზო პაატა გოგელიას ეკუთვნის (ფოტოები)

3907

ზუგდიდის დასუფთავების ცენტრი ქვეყნებს ფოტოებს პაატა გოგელიას ულამაზესი ეზოდან, რომელიც ნამდვილად იმსახურებს მოწონებას. როგორც აღმოჩნდა, ეზოს პატრონი დიდი ხანია, მას უვლის და ის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე ლამაზ ეზოდ გამოცხადდა.

დასუფთავების სამსახურის გვერდი წერს:

„სამეგრელოში ლამაზი ეზო არავის უკვირს, რადგან ამ კუთხეში სახლ-კარის მოვლა ეზოდან იწყება. მაგრამ პაატა გოგელიას ეზო-კარი საცხოვრებელს ნამდვილად არ ჰგავს, უფრო ბოტანიკურ ბაღს ან დენდროლოგიურ პარკს მოგაგონებს. საოცარი სილამაზე, სიმწვანე, ყველაფერი საგულდაგულოდ, საკუთარი ხელით აქვს მოვლილი. რამდენიმე დღის წინ კი ახალაბასთუმნელი პაატა გოგელიას ეზო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ყველაზე ლამაზ ეზოდ გამოცხადდა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები