LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

33

ზუგდიდში 38 წლის მამაკაცი დაჭრეს. ის წალენჯიხის წყალკანალის თანამშრომელია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, დაჭრილს უცნობი პირი მანქანით აედევნა, ავტომობილის გაჩერება მოსთხოვა და შემდეგ ცივი იარაღით 3 ჭრილობა გულმკერდის არეში მიაყენა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში მომხდართან დაკავშირებით განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1975 წელს დაბადებული პირი დააკავა.

“დაკავებულმა მიმდინარე ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით 1976 წელს დაბადებულ ე.წ.-ს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები