LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ანტისაოკუპაციო წარწერები გამოჩნდა, გორში კი სტალინის ქუჩას სახელი „შეუცვალეს“

307

აგვისტოს ომიდან 10 წლისთავზე, ზუგდიდის ქუჩებში „წარწერების აქცია“ მოეწყო.  მოქალაქეებმა ქუჩებს ომის გმირების სახელწოდებები მიანიჭეს და ანტისაოკუპაციო წარწერები გააკეთეს. „რუსეთი ოკუპანტია“ და „არ შეეგუო ოკუპაციას“ ქალაქის ცენტრალურ უბნებში, კედლებსა და ტროტუარებზე 8 აგვისტოს შუაღამეს გაჩნდა. ინფორმაციას  “ლაივპრესი” ავრცელებს.

 

შინდისის გმირების ქუჩა – ასეთი აბრები კი გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რამდენიმე სახლთან  გამოჩნდა.”რადიო მოზაიკის” ცნობით,  აქტივისტების ჯგუფი ამბობს, რომ დღევანდელ დღეს ამის გაკეთებას სიმბოლური და ამავდროულად, პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები