LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

44

რუხის ციხესთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, „ფორდის“ მარკის ავტომობილი ხიდის ბორდიურს შეეჯახა.შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ გაზსადენი მილი დაზიანდა და ავტომობილი აალდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში მამაკაცი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. კაცმა ბავშვი მანქანის ფანჯრიდან გადმოსვა, თავად კი გადმოსვლა ვერ მოახერხა და დაიწვა.

დაშავებული მგზავრი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შემთხვევის ადგილზე 3 სამაშველო ბრიგადა მყოფებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები