LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავარიისას ერთი ადამიანი დაიღუპა

64

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ელექტროგაყვანილობის ბოძს დაეჯახა, შემდეგ კი ეზოში შევარდა.

შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ორივეს სამედიცინო კვლევები უტარდება. გარდაცვლილის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები