LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ავტოავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა

75

ზუგდიდში ავტოავარიას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ბიჭს დაეჯახა. მოზარდი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოს კლინიკურმადირექტორმა სულხან ორჟონიამ განაცხადა, მოზარდი კლინიკაში მიყვანისას გარდაცვლილი იყო. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები