LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ერთ-ერთ სოფელს მგლები შეესივნენ

214

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ურთას მოსახლეობას განაცხადებით, სოფელს მგლები შეესივნენ.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, დღეს დილით მონადირეებმა 2 მგელი მოკლეს.

შორიდან შევნიშნეთ, როგორ მოდიოდა ნადირი, დავუკავშირდით მონადირეებს, სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად ორივე მგელი მოკლეს. ჩვენი სოფელი მჭიდროდ დასახლებულია, გვყავს ბავშვები, ვთხოვთ შესაბამის ორგანოებს, სოფელი რომ არ დაცარიელდეს, მოახდინონ დროული რეაგირება, –  აცხადებენ ადგილობრივები.

ცნობისთვის, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოფელ ურთაში მონადირეებმა 11 მგელი მოკლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები