LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ხვალ C ჰეპატიტის მართვის ცენტრი იხსნება

39

ზუგდიდში ხვალ, 11:00 საათზე, C ჰეპატიტის მართვის ცენტრი იხსნება. ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიღებს მონაწილეობას.

C ჰეპატიტის მართვის ცენტრში სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი. ბენეფიციარები სკრინინგს, დიაგნოსტიკას, ექიმის კონსულტაციას, რეგისტრაციასა და მედიკამენტებს ადგილზე, ერთი ფანჯრის პრინციპით მიიღებენ.

12:00 საათზე, მთავრობის მეთაური ზუგდიდის ტექნოპარკს ესტუმრება, სადაც ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებულ ადგილობრივ მოსწავლეებს შეხვდება. ხვალვე, პრემიერი ზუგდიდის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოებს დაათვალიერებს და სოფელ ზედა ეწერში ხილის გადამამუშავებელ ახალ საწარმოს გახსნის. 14:00 საათზე, გიორგი კვირიკაშვილი მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნობა. უკვე მოწყობილია 3 კილომეტრამდე სიგრძის ახალი პლაჟი, ხოლო პროექტის დასრულების შემდეგ მალთაყვას 7-კილომეტრიანი კეთილმოწყობილი პლაჟი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები