LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში კონსტიტუციის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს

33

ხმაური იყო ზუგდიდში კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვის დაწყებამდე. მოქალაქეთა ნაწილის განცხადებით, ზუგდიდის ახლაგაზრდული ცენტრის დარბაზში ადგილები წინასწარ ჰქონდათ დაკავებული საჯარო მოხელეებს, საკრებულოს დეპუტატებს და დამსწრეთა შესვლა სპეციალური სიით ხდებოდა. დარბაზში მოქალაქეთა შერჩევით შესვლას აპროტესტებს ოპოზიციაც და კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას გეგმავენ. მოქალაქეთა ნაწილი ამ დრომდე ახალგაზრდული ცენტრის ეზოში რჩება.

ზუგდიდში მიმდინარე განხილვას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიც ესწრება. საქართველოს კონსტიტუციის საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში ეს უკვე  რიგით მეორე შეხვედრაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები