LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში კორპუსიდან გადმოვარდნილი ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა

88

ახალგაზრდა ქალი, რომელიც ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულიდან გადავარდა, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ჰოსპიტალის სამედიცინო მენეჯერმა ნიკოლოზ ჭეჟია ქალის გარდაცვალებას ადასტურებს.

„პაციენტს აღენიშნებოდა სიცოცხლესთან შეუთავსებელი თავის ტვინი დაზიანებები“, – აღნიშნა ჭეჟიამ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი აივანზე საბანს ფენდა, რა დროსაც გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით გადმოვარდნის დროს ქალი შველას ითხოვდა.

უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. 

შს სამინისტრომ ზუგდიდში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან ქალის გადმოვარდნის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, საქმე სს კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები