LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

47

ზუგდიდში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. დაკავებულს ბრალად თანასოფლელის მკვლელობა ედება.

შემთხვევა გუშინ, ზუგდიდის რაიონის სოფელ კოლხიდაში მოხდა. რ.ჯ.- ს სუფრასთან შელაპარაკება მოუვიდა თანასოფლელთან. რამდენიმე საათში კი 40 წლამდე მამაკაცს რ.ჯ.–მ ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა ჭრილობა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა. მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

რ.ჯ.–ს მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 108- ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები