LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში, პირველ სკოლასა და რესურსცენტს პუტინი მიახატეს (ფოტო)

80

ზუგდიდის პირველი საჯაროს სკოლის ჭიშკართან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის კედლებზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინი მიახატეს. ავტორის ვინაობა უცნობია.

გამოსახულებების დატოვებას წინ პირველი სკოლის 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება უძღოდა, რომლის თანაორგანიზატორი და მხარდამჭერი პუტინთან დაახლოებული რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი მიხეილ ხუბუტია იყო. ის ღონისძიებას თავადაც ესწრებოდა და პედაგოგების ნაწილი და მედალოსანი კურსდამთავრებულები ლეპტოპებითა და მობილური ტელეფონებით (iphon-8) დაასაჩუქრა. ხუბუტია ახალგაზრდებს ქალაქში საცურაო აუზის მშენებლობას დაჰპირდა.

წყარო: ათინათი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები