LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში უბნის გარეთ ამომრჩეველს აწვდიან გამზადებულ კონვერტს, რომელშიც შემოხაზული ბიულეტინია – მაგდა კლდიაშვილი

227

ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, ზვიად სიჭინავას, სარჩევნო შტაბის წარმომადგენლის ინფორმაციით, მათ დააფიქსირეს შემთხვევები, როდესაც საარჩევნო უბანზე მიდის უკვე მარკირებაგავლილი ამომრჩეველი ან საერთოდ არ აკეთებენ უბნის წარმომადგენლები მარკირების პროცედურას.

აღნიშნულ ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.

შტაბის წარმომადგენლის, მაგდა კლდიაშვილის, ინფორმაციით, უბნის გარეთ ამომრჩეველს აწვდიან უკვე გამზადებულ კონვერტს, რომელშიც უკვე შემოხაზული ბიულეტინია.

დამოუკიდებელი კანდიდატის წარმომადგენლების განცხადებით, გარკვეული ხარვეზები დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებითაც.

ზუგდიდში მერობისთვის 6 კანდიდატი იბრძვის, მათ უკვე დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი.

შსს-ში ამ ფაქტის შესახებ შეტყობინება არ არის შესული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები