LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე ირმა ინაშვილს იცავს – „როგორ მოგიბრუნდებათ ენა და ამბობთ…“

126

ზურა ხაჩიძე ირმა ინაშვილის დასაცავად ვრცელ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, სადაც აღნიშნავს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ აჩვენებს, როგორები უნდა იყვნენ პარლამენტარები.

„ირმა ინაშვილი იყო პირველი, ვინც გადაიღო საკუთარი სიცოცხლის ფასად აფხაზეთიდან გამოძევებული ჩვენი დევნილები. მათთან ერთად გამოიარა ეს ჯოჯოხეთური გზა… რამდენჯერ თქვენი და ჩვენი შვილების დასაცავად, სხვადასხვა მიტინგზე თუ შეკრებაზე, ამხილა იმ 9-წლიანი რეჟიმის ჯალათები (სხვათა შორის უმრავლესობა სახლში ისხედით, ტელევიზორებთან).

მან 2012 წელს რეჟიმის შესაცვლელად, იმ სასტიკი ვიდეოკადრების მოპოვება და კონსპირაცია შეძლო. არ არის მისი და დათო თარხან-მოურავის დამსახურება სასტიკი რეჟიმის ცვლილება?! სამწუხაროდ, რაღაცებს ადვილად ვივიწყებთ და ეს ჩვენი საზიზღარი მხარეა.

ის არის პროფესიონალი ჟურნალისტი, მაგარი მეგობარი, კარგი დედა, სუფთა გულის ადამინი და გულწრფელი პოლიტიკური ლიდერი… გავაგრძელო? მე პირადად 15 ივნისს სამმართველოს დარბევის დროს, გავექეცი სპეცრაზმს, მოსაკლავად მომსდევდნენ და სწორედაც მის გარდა არავის მოვუკითხივარ დარბევის შემდეგ. მან გამომიყვანა ჩართული კამერით 9-სართულიანი კორპუსიდან, რომ არ მოვეკალი იმ მხეცებს! ამ წლების განმავლობაში მისი ლიკვიდაციაც კი შეუკვეთეს…

განა ეს ცოტააა?! ვინმეს როგორ გიბრუნდებათ ენა და ამბობთ: „რა უნდა პატრიოტთა ალიანსს პარლამენტშიო“?! აღარ მინდა გაგრძელება… გოგომ რამდენი დარტყმა მიღო თავის თავზე, თქვენს და ჩვენს გამო. მძულს ყველა ის ადამიანი, ვინც ესე ფიქრობს, მოშორდით ჩემი ცხოვრებიდან, ვისაც ნაცები გემეტებათ პარლამენტისთვის და პატრიოტები არა…

წარმატება მინდა ვუსურვო ჩემს გუნდს, თქვენ ნახავთ, თუ როგორი უნდა იყოს პარლამენტარი, ამას თქვენ „პატრიოტთა ალიანსი“ გაჩვენებთ! ხოლო ირმას, იმ ადამინებთან ერთად, ვინც მოხვდა პარლამენტში, წინსვლას ვუსურვებ. მე შევეცადე, ბოლომდე ვიბრძოლე, მთელი გული და რესურსი ჩავდე, მაგრამ სამწუხაროდ, ფულს და გამყიდველებს ვერაფერი დავუპირისპირე. ღმერთია მოწმე რამდენი ვიშრომეთ, მე და ჩემმა მაგარმა გუნდმა, ჩემმა ოჯახმა, ძმაკაცებმა. სამწუხაროდ, ძალას და ფულს ვერაფერი დაუპირისპირეთ… 3 000-მა კაცმა გულწრფელად დაგვიჭირა მხარი, უარი თქვა 30 ვერცხლზე იმ იმედით, რომ მისი და რაიონის მომავალი გადაერჩინათ. სხვათა შორის გაცილებით მეტია ჩვენი მხარდამჭერების პროცენტი, ვიდრე გამოქვეყნებული შედეგებია.

პ.ს. ამაზე მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო სახელმწციფო მანქანის წინააღმდეგ მადლობა და მიყვარხართ!“ – აღნიშნავს ზურა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები