LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძემ „Boyz II Men“-ის კონცერტის გახმოვანება დაიწუნა

167

საქართველოში კონცერტების გახმოვანების კუთხით რომ სერიოზული პრობლემებია, ამაზე ძალიან დიდი ხანია, საუბრები მიმდინარეობს. ძირითადად, პრობლემაზე ყურადღებას ქართველი მომღერლები ამახვილებენ, რომლებიც ჩივიან, რომ ხარისხიანად ცოცხლად გამოსვლა ჩვენს ქვეყანაში თითქმის შეუძლებელია.
ამის შესახებ წერს ზურა ხაჩიძე, რომელმაც „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა და მიუთითა იმ ხარვეზზე, რაც „Boyz II Men“-ის კონცერტს ახლდა თან.

მომღერალი მიიჩნევს:

„არ მინდოდა დამეწერა, მაგრამ უნდა დავწერო: ალბათ, ბევრი თქვენგანი იყავით „Boyz II Men“-ის კონცერტზე და ბევრმა შეამჩნიეთ, რომ გახმოვანება იყო კატასტროფა და ძალიან გაუჭირდა ჯგუფს და თან ისეთ გამოცდილ ჯგუფს, როგორიც არის „ბოიზ 2 მენი“, დარბაზის აყვანა და გაოცება!!! ამის შემდეგ, როცა დაიწყებთ ქართველი მომღერლების კრიტიკას, გაითვალისწინეთ, თუ რამდენად რთულია საქართველოში სცენაზე დგომა, თან ჯგუფისთვის!!! რუბრიკიდან „დააფასე შენი ეროვნული მომღერალი“. ერთხელ და სამუდამოდ გაუშვით საზღვარგარეთ ხმის რეჟისორი, ასწავლეთ, დადგით კონცერტებზე შესაბამისი აპარატურა!!! მერე მოგვთხოვეთ ბიონსეს ან „ქოლდფლეის“ ხარისხი!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები