LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს

69

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს.

როგორც აბაშიძემ განაცხადა, პოზიცია ხვალ, მას შემდეგ გაჟღერდება, როცა საერთო პოზიციები შეჯერდება.
„ჩვენ მშვიდად გავეცნობით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სასწრაფო არაფერია, ჩამოვყალიბდებით და ალბათ ხვალ გვექნება ჩვენი პოზიცია, უფრო კონსოლიდირებული და გააზრებული. მე ახლა ამის კომენტირებისგან თავს შევიკავებდი“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებაში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიროგი კვირიკაშვილის 9 მარტის განცხადებას გამოეხმაურნენ, რომელიც უწყების ვებგვერდზეა განთავსებული.გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთი, როგორც მანამდე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა იმდენად შორს წავიდეს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნება თბილისი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები