LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ აბაშიძე, შესაძლოა, ყაზახეთში საქართველოს ელჩად დაინიშნოს

80

ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩად შესაძლოა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი ზურაბ აბაშიძე დაინიშნოს, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ზურაბ აბაშიძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა საკითხი მთელ რიგ პროცედურას მოიცავს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო არის მთავარი მოქმედი ორგანო, რომელიც ამ საკითხს წარადგენს, მთავრობამ, პრემიერ-მინისტრმა უნდა მოიწონოს ჩემი კანდიდატურა და პრეზიდენტმა უნდა დამნიშნოს. აღნიშნული პროცედურები არ გამივლია, აქედან გამომდინარე, ჯერ ელჩად არ ვარ დანიშნული. კონსულტაციები მიმდინარეობს. დანარჩენი, როცა საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული უმაღლეს დონეზე, საზოგადოება გაიგებს, მაგრამ კონსულტაციები რომ გაიმართა და გარკვეული პროცედურები მიმდინარეობს, ამას ვადასტურებ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები