LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ალავიძე არ გამორიცხავს, თბილისში სხვა ახალი მეტროსადგურები აშენდეს

85

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, არ გამორიცხავს, რომ თბილისში სხვა ახალი მეტროსადგურები აშენდეს, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს საკითხი ჯერ შესწავლის პროცესშია.

ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ჩვენს კანდიდატს კახა კალაძეს საკმაოდ კარგი პროგრამა აქვს და ჩვენ ამ პროგრამას განვახორციელებთ და გვერდში დავუდგებით,’’განაცხადა ალავიძემ.

რაც შეეხება საკითხს, შესაძლებელია, თუ არა რომ სამგორის მეტრო აეროპორტს დაუკავშირდეს, ზურა ალავიძის განმარტებით, ეს საკითხი ჯერ შესწავლის პროცესშია, თუ რამდენად მომგებიანი პროექტი იქნება.

,,ეს პროექტი დეტალურად არის შესასწავლი, რა თქმა უნდა, არის ამის საშუალება. ჩვენ კარგად შევისწავლით ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს. განვსაზღვრავთ, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რამდენად ღირს, რამდენად შეგვიძლია და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ალავიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები