LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ გუმბერიძე: სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი რეალურად 11%-ით შემცირდა

254

სარეკლამო გაყიდვების სახლ „ინტერ მედიას“ აღმასრულებელი დირექტორის ზურაბ გუმბერიძის განცხადებით, სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი რეალურად 11%-ით არის შემცირებული და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი ციფრები არაზუსტია.

როგორც გუმბერიძემ 2016-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების საკითხის კომენტირებისას განაცხადა, კომისიის დათვლის მეთოდოლოგიაში მთავარი უზუსტობა იმაში მდგომარებს, რომ დათვლილია სარეკლამო დამკვეთების მიერ 2017 წელს გაწეული დანახარჯები და ეს შედარებულია 2016 წელს ტელევიზიების შემოსავლებთან. ამ დროს, გუმბერიძის თქმით, სარეკლამო დამკვეთების მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი წავიდა არა ტელევიზიებში, არამედ დიჯიტალ-მედიაში.

“მეთოდოლოგიური უზუსტობა იყო ის, რომ ერთი მხრივ, მარეგულირებელმა დათვალა დამკვეთის მიერ დახარჯული სარეკლამო დანახარჯების ოდენობა და მეორე მხრივ, დათვალა ტელევიზიებში წინა წელს შესული ფული, რაც არის ნათელი შეცდომა. რეალურად, მხოლოდ სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი არის შემცირებული 11%-ით. ეს შემცირება განპირობებულია, პირველ რიგში, დიჯიტალ-მედიაში თანხების გადინებით, რაც არის გლობალური ტრენდი და აბსოლუტურად ლოგიკური”, – განაცხადა სარეკლამო გაყიდვების სახლ „ინტერ მედიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები