LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე სახელს აღარ შეიცვლის – „გირჩს“ საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენა შეეძლება

75

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზურაბ ჯაფარიძეს პარტია გირჩის სახელით მისცა კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.

“ცესკო-მ გირჩსაც შეუძლია კანდიდატის წამოყენება საპრეზიდენტო არჩევნებშიო

დღეს დაადგინა

მადლობა რომ იდიოტურ წესებს არ აჰყვა და საღი აზრის ფარგლებში იმოქმედა

ასე რომ გირჩი იქნება საარჩევნო ბიულეტენში

როგორც დაგპირდით

და მეც დავრჩები ზურად”- წერს ჯაფარიძე

https://www.facebook.com/japaridzez/posts/1783283228427035

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვით „საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საქართველოს პრეზიდენტობის თითო კანდიდატის წარდგენის უფლება აქვთ პარტიებს, რომლებიც რეგისტრირებული იყვნენ ცესკო-ში საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის ანდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის, მათ შორის ასევე იმ პარტიებს, რომლებსაც ცესკო-ს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდათ რეგისტრაცია“.

შესაბამისად, ცესკო-ს მიერ დადგენილ ახალ კრიტერიუმს „გირჩი“ უკვე აკმაყოფილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები