LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ნეფარიძე არ იყო მაინცდამაინც გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით – დავით ნარმანია

60

„ზურაბ ნეფარიძე არ იყო მაინცდამაინც გამორჩეული მაღალი პოლიტიკური აქტივობით,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, განაცხადა. ამით თბილისის მერმა უპასუხა შეკითხვას, რამდენად შესაძლოა საკრებულოს დეპუტატის, ზურა ნეფარიძის, დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობებს უკავშირდებოდეს, რასაც თავად ბრალდებული ამტკიცებს.

ნარმანიას თქმით, საბოლოო პასუხს საქმეზე მიმდინარე გამოძიება იტყვის.

„ზურაბ ნეფარიძე მაინცდამაინც მაღალი პოლიტიკური აქტივობით არ იყო გამორჩეული. არ მგონია, მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე. მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის შედეგს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამავე საქმეში მასთან ერთან ბრალდებულია მისი ცოლის და და თანამშრომელი, ანა მენთეშაშვილი. გამოძიება მას ქრთამის აღების საქმეში შუამავლობას ედავება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულს 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები